Wednesday, July 12, 2017

Wings for Life World run Kakheti 2017 - მსოფლიო რბენა კახეთში 2017

სასწავლო პროექტი 2

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ვირბინოთ მსოფლიოსთნ ერთად.


პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეები შეძლებენ სპორტის სახეობის მძლეოსნობის, ღირებულებების წარმოჩენას. გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, სპორტის მნიშვნელობას. ეცოდინებათ ქველმოქმედების არსი. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მსოფლიო რბენის შესახებ, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
პროექტის აქტუალობა:  
2017 წლის 07 მაისს ჩატარდა მსოფლიო რბენა კახეთში, რომელიც სათავეს იღებდა თელავი - ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან. მსვლელობა მონაწილეებს კავკასიონის მთების გასწვრივ უძღვებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, კახეთის საოცარი ვენახების ხედბით დამტკბარიყვნენ.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდა ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.
ამგვარ გარბენებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაკაჟებული, ფიზიკურად კარგად მომზადებული ორგანიზმი.
სამწუხაროდ ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა სპორტში აქტიურად ჩართული მოსწავლეების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახება საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. აუცილებელია მოსწავლეები აქტიურად დაკავდნენ სპორტით. იცოდნენ, რომ „ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია“!
გაიაზრონ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედებას და რაოდენ მაშტაბური ღონისძიებები იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ კუთხით.
პროექტის მიზნები: 
1.        მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია მძლეოსნობის შესახებ;
2.  მეტ დროს დაუთმობენ ვარჯიშს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტს;
3.        გააანალიზებენ და მიხვდებიან ქველმოქმედების არსს;
4.   დამოუკიდებლად მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში მსოფლიო რბენის შესახებ, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე .
მონაწილეთა ასაკი: X კლასი. 15 - 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:  10 დღე.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო რბენის  ისტორიას. უკანასკნელ პერიოდში, როგორც საზღვარგარეთ ასევე  კახეთში ჩატარებულ რბენებს. ქველმოქმედების არსს და ღირებულებებს. შეეძლებათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება.  ეს ყველაფერი კი მათ დაეხმარება  შექმნან საპრეზენტაციო რესურსები, ელექტრონული ჟურნალი და ფოტო ალბომი, რომელსაც შემდგომ წარმოადგენენ და განათავსებენ ბლოგში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
  ინტერნეტი (https://youtu.be/cXOoLitxGvk),  სპორტული ლიტერატურა (დ. მარკოვი, ნ. ოზოლინი - „მძლეოსნობა“, გამომცემლობა „განათლება“. თბილისი 1977 წ.  მ. ტუღუში - „მძლეოსნობა“, თბილისი, 2001 წ.), ფოტოაპარატი (NIKON - D3200), კომპიუტერი,  პროექტორი .
პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიო რბენის შესახებ და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებენ სარეკლამო რგოლს და უჩვენებენ თანატოლებს. დამატებით მოიძიებენ ინფორმაციას „GPS“ ნავიგატორს დახმარებით გადაადგილების წესების შესახებ.   წინასწარ „Google Earth“ - ში გაწერილი მარშუტით მოაწყობენ საცდელ გარბენს უსწორმასწორო ნიადაგზე. სპორტული აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით, მოამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.


საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, ი.ს.ტ - ი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მევლუდი მაისურაძე

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  idulvem@Gmail.com

ხელმძღვანელის ვებ-გვერდიhttps://ist2-mevludi.blogspot.com/

სასწავლო პროექტი 1

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  მსოფლიოში ცნობილი სიმაღლეზე მხტომელები.


პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებს ეცოდინებათ სპორტის სახეობის მძლეოსნობის, კერძოდ კი სიმაღლეზე ხტომების ღირებულებები. გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, სპორტის მნიშვნელობას. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

პროექტის აქტუალობა:  ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა სპორტულ სექციებში მოსწავლეთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახება X-XII კლასის მოსწავლეებში. მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ მათთვის აუცილებელია აქტიურად დაკავდნენ სპორტით, რომ „ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია“! მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ცნობილი მძლეოსანი სპორტსმენების, კერძოდ სიმაღლეზე მხტომელების შესახებ, გააკეთებენ შესაბამისი ანალიზს და მისცემენ პროექტს საბოლოო სახეს.

პროექტის მიზნები: 
1. მოსწავლები შეძლებენ მოიძიონ შესაბამის ინფორმაცია სპორტის სახეობის, მძლეოსნობის შესახებ და  ძიების პროცესში გააცნობიერებენ  ჯანსაღი ცხოვრების წესის არსს;
2.       მეტ დროს დაუთმობენ სპორტულ აქტივობებს და ვარჯიშს;
3.     გააანალიზებენ  იმას, რომ წარმატებისათვის  აუცილებელია სისტემატურად მისდიონ სპორტს, რათა გახდნენ პროფესიონალი და გამოჩენილი სპორტსმენები;
4.      შეძლებენ მოიძიებული ინფორმაციის  წარადგენას მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

მონაწილეთა ასაკი: X კლასი. 15 - 16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  10 დღე.

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მძლეოსნობის ისტორიას, მძლეოსნობის, კერძოდ ხტომების ღირებულებებს. შეეძლებათ აღნიშნულის სხვებისთვის გაზიარება.  ეს ყველაფერი კი მათ დაეხმარება  შექმნან საპრეზენტაციო რესურსები, ელეექტრონული ჟურნალი და ფოტო ალბომი, რომელსაც შემდგომ წარმოადგენენ და განათავსებენ ბლოგში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინტერნეტი, შესაბამისი სპორტული ლიტერატურა (დ. მარკოვი, ნ. ოზოლინი - „მძლეოსნობა“, გამომცემლობა „განათლება“. თბილისი 1977 წ.  მ. ტუღუში - „მძლეოსნობა“, თბილისი, 2001 წ.),  ფოტოაპარატი (NIKON - D3200), კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სპორტის სახეობის, მძლეოსნობის შესახებ და გაიზიარებენ მოსაზრებებს ერთმანეთში პროექტის შექმნის თაობაზე.  მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნიან საპრეზენტაციო თემას, დაამზადებენ ფოტოალბომს. ბოლო ეტაპზე   წარადგენენ გამზადებულ პროექტს მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, ი.ს.ტ - ი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მევლუდი მაისურაძე

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  idulvem@Gmail.com

ხელმძღვანელის ვებ-გვერდი:  https://ist2-mevludi.blogspot.com/


პროექტის კითხვარი


სასწავლო პროექტები




High Jump : Ivan Ukhov 2.41m (2.42m actual unofficial height) All attem...

Explosive Jump Workout | No Gym Required | The Lost Breed

Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის პორტფოლიო

პ ო რ ტ ფ ო ლ ი ო        ი ხ ი ლ ე       ა  ქ: 
https://drive.google.com/drive/folders/0BxxWuPxSlNr3NW8wTTRoQzBuLVE?usp=sharing

II მოდულის შეჯამება

ვისწავლე: გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფუძვლები ისტ-ის გამოყენებით.
გაკვეთილის გეგმის ელ. ვერსიის გაკეთება. პრეზენტაცია. შეფასების რუბრიკა. ბლოგზე რეგისტრაცია და პოსტების განთავსება და მივიღე სხვა მრავალი საჭირო ინფორმაცია ისტ - ს გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ . . .

1. სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის;
2. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ასამაღებლად;
3. ახალი პრეზენტაციების შესაქმნელად;
4. პირადი ისტ შესაძლებლობების ასამაღლებლად.

p.s. აი ეს არის პანტა!

მეორე ცდა


ვნახოთ რა გამოვიდა?!

მე დღეიდან ბლოგერი ვარ!




   დღეიდან ვიწყებ ელექტრონული დოკუმენტაციის წარმოებას!



11.07.2017 წ.