სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: მსოფლიოში ცნობილი სიმაღლეზე
მხტომელები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებს
ეცოდინებათ სპორტის სახეობის
მძლეოსნობის, კერძოდ კი სიმაღლეზე ხტომების ღირებულებები. გააცნობიერებენ ჯანსაღი
ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, სპორტის მნიშვნელობას. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
პროექტის აქტუალობა: ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა
სპორტულ სექციებში მოსწავლეთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახება X-XII კლასის მოსწავლეებში. მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ მათთვის აუცილებელია აქტიურად დაკავდნენ სპორტით, რომ „ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი
სულია“! მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ცნობილი მძლეოსანი სპორტსმენების, კერძოდ სიმაღლეზე მხტომელების შესახებ, გააკეთებენ შესაბამისი ანალიზს და მისცემენ პროექტს საბოლოო სახეს.
პროექტის მიზნები:
1. მოსწავლები შეძლებენ მოიძიონ შესაბამის ინფორმაცია სპორტის სახეობის, მძლეოსნობის შესახებ და ძიების პროცესში გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის არსს;
2. მეტ დროს დაუთმობენ სპორტულ აქტივობებს და ვარჯიშს;
3. გააანალიზებენ იმას, რომ წარმატებისათვის აუცილებელია სისტემატურად მისდიონ სპორტს, რათა გახდნენ
პროფესიონალი და გამოჩენილი სპორტსმენები;
4. შეძლებენ მოიძიებული ინფორმაციის წარადგენას მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი. 15 - 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები
გაეცნობიან მძლეოსნობის ისტორიას, მძლეოსნობის, კერძოდ ხტომების ღირებულებებს.
შეეძლებათ აღნიშნულის სხვებისთვის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მათ
დაეხმარება შექმნან საპრეზენტაციო რესურსები, ელეექტრონული ჟურნალი და
ფოტო ალბომი, რომელსაც შემდგომ წარმოადგენენ და განათავსებენ ბლოგში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, შესაბამისი სპორტული ლიტერატურა (დ. მარკოვი, ნ. ოზოლინი - „მძლეოსნობა“, გამომცემლობა „განათლება“. თბილისი 1977 წ. მ. ტუღუში - „მძლეოსნობა“, თბილისი, 2001 წ.), ფოტოაპარატი (NIKON - D3200), კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სპორტის სახეობის, მძლეოსნობის შესახებ და გაიზიარებენ მოსაზრებებს ერთმანეთში პროექტის შექმნის თაობაზე. მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნიან საპრეზენტაციო თემას, დაამზადებენ ფოტოალბომს. ბოლო ეტაპზე წარადგენენ გამზადებულ
პროექტს მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო
განათლება, სპორტი, ი.ს.ტ - ი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მევლუდი მაისურაძე
ხელმძღვანელის ვებ-გვერდი: https://ist2-mevludi.blogspot.com/
No comments:
Post a Comment