Wednesday, July 12, 2017

სასწავლო პროექტი 2

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ვირბინოთ მსოფლიოსთნ ერთად.


პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეები შეძლებენ სპორტის სახეობის მძლეოსნობის, ღირებულებების წარმოჩენას. გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, სპორტის მნიშვნელობას. ეცოდინებათ ქველმოქმედების არსი. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მსოფლიო რბენის შესახებ, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
პროექტის აქტუალობა:  
2017 წლის 07 მაისს ჩატარდა მსოფლიო რბენა კახეთში, რომელიც სათავეს იღებდა თელავი - ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან. მსვლელობა მონაწილეებს კავკასიონის მთების გასწვრივ უძღვებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, კახეთის საოცარი ვენახების ხედბით დამტკბარიყვნენ.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდა ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.
ამგვარ გარბენებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაკაჟებული, ფიზიკურად კარგად მომზადებული ორგანიზმი.
სამწუხაროდ ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა სპორტში აქტიურად ჩართული მოსწავლეების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახება საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. აუცილებელია მოსწავლეები აქტიურად დაკავდნენ სპორტით. იცოდნენ, რომ „ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია“!
გაიაზრონ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედებას და რაოდენ მაშტაბური ღონისძიებები იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ კუთხით.
პროექტის მიზნები: 
1.        მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია მძლეოსნობის შესახებ;
2.  მეტ დროს დაუთმობენ ვარჯიშს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტს;
3.        გააანალიზებენ და მიხვდებიან ქველმოქმედების არსს;
4.   დამოუკიდებლად მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში მსოფლიო რბენის შესახებ, გააკეთებენ შესაბამის ანალიზს და წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე .
მონაწილეთა ასაკი: X კლასი. 15 - 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:  10 დღე.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო რბენის  ისტორიას. უკანასკნელ პერიოდში, როგორც საზღვარგარეთ ასევე  კახეთში ჩატარებულ რბენებს. ქველმოქმედების არსს და ღირებულებებს. შეეძლებათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება.  ეს ყველაფერი კი მათ დაეხმარება  შექმნან საპრეზენტაციო რესურსები, ელექტრონული ჟურნალი და ფოტო ალბომი, რომელსაც შემდგომ წარმოადგენენ და განათავსებენ ბლოგში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
  ინტერნეტი (https://youtu.be/cXOoLitxGvk),  სპორტული ლიტერატურა (დ. მარკოვი, ნ. ოზოლინი - „მძლეოსნობა“, გამომცემლობა „განათლება“. თბილისი 1977 წ.  მ. ტუღუში - „მძლეოსნობა“, თბილისი, 2001 წ.), ფოტოაპარატი (NIKON - D3200), კომპიუტერი,  პროექტორი .
პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიო რბენის შესახებ და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებენ სარეკლამო რგოლს და უჩვენებენ თანატოლებს. დამატებით მოიძიებენ ინფორმაციას „GPS“ ნავიგატორს დახმარებით გადაადგილების წესების შესახებ.   წინასწარ „Google Earth“ - ში გაწერილი მარშუტით მოაწყობენ საცდელ გარბენს უსწორმასწორო ნიადაგზე. სპორტული აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით, მოამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც წარადგენენ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.


საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, ი.ს.ტ - ი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მევლუდი მაისურაძე

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  idulvem@Gmail.com

ხელმძღვანელის ვებ-გვერდიhttps://ist2-mevludi.blogspot.com/

No comments:

Post a Comment